ფეხბურთი

19:55 | 20.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძის "ემპოლიმ" ისევ ვერ მოიგო

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ უშუალო კონკურენტ „ვენეციას“ დაუპირისპირდა და ისევ ვერ მოიგო - 2:2. შედეგად, 8 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია.

„ემპოლი“ იაკოპო ფაცინის გოლით იგებდა, მაგრამ მერე ორი გოლი გაუშვა და ქულის გადარჩენისთვის მოუწია ბრძოლა, რაც ანჯორინის გოლით მოახერხა.

საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა. ქართველ მცველს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 29 მატჩი აქვს ჩატარებული, ორჯერ მან იტალიის თასზეც ითამაშა.

„ემპოლის“ 8 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია - 19 მატჩი (აქედან ორი იტალიის თასზე), ხოლო კონკრეტულად სერია A-ში 18-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს - 6 ფრე, 12 წაგება. შედეგად, „ემპოლი“ 25 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 27 აპრილს სტუმრად „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063244