ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ასტონ ვილა“ და „ნიუკასლი“ დაუპირისპირდნენ, ბირმინგემელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
მატჩის პირველ წუთზე „ასტონ ვილა“ დაწინაურდა. თავდამსხმელმა ოლი უოტკინსმა გაიტანა. მე-17 წუთზე „ნიუკასლის“ მცველმა ფაბიან შერმა ანგარიში გაათანაბრა. 64-ე წუთზე იან მაცენმა მასპინძლები კვლავ წინ გაიყვანა. 73-ზე სტუმარმა დენ ბერნმა ბურთი საკუთარ კარში გაგზავნა. ორი წუთის შემდეგ კი ამადუ ონანამ ანგარიში 4:1 გახადა.
ამ გამარჯვების შემდეგ „ასტონ ვილას“ 57 ქულა აქვს. ბირმინგემელები პრემიერლიგის ცხრილში მეექვსე ადგილამდე აღზევდნენ და მესამე საფეხურზე მყოფ „ნიუკასლს“ მხოლოდ ორი პუნქტით ჩამორჩებიან.
ინგლისი. პრემიერლიგა. 33-ე ტური. 19 აპრილი: ბრენტფორდი - ბრაიტონი 4:2, კრისტალ პალასი - ბორნმუთი 0:0, ევერტონი - მანჩესტერ სიტი 0:2, ვესტ ჰემი - საუთჰემპტონი 1:1, ასტონ ვილა - ნიუკასლი 4:1