ფეხბურთი

22:11 | 19.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაძეს წარმატებული დებიუტი არ დასცალდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა. ტურის ბოლო მატჩში დებიუტანტმა „გარეჯმა“ „ტორპედოს“ უმასპინძლა და 95-ე წუთამდე კამერუნელი ფრანსუა ეკონგოლოს გოლით უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. დამატებულ წუთებზე სტუმარმა ტორპედოელებმა კუთხური ჩააწოდეს (ცოტნე ფაცაცია) და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა, სოლომონ კვირკველიამ მოხდენილი თავურით გაათანაბრა ანგარიში. საბოლოოდ - 1:1.

ეს სოლომონის მეორე გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონში.

„გარეჯში“ კი ახალი მთავარი მწვრთნელის, 45 წლის გიორგი მიქაძის დებიუტი შედგა, რომელსაც ბოლო დროს „თელავში,“ „სამტრედიასა“ და „იბერია 1999“ - ში უმუშავია. „გარეჯმა“ ზედიზედ ოთხმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.

სატურნირო ცხრილს 23 ქულით „იბერია“ ლიდერობს, მეორე ადგილზე „ბათუმია,“ რომელმაც 21 ქულა მოაგროვა, 17-ქულიანი „დილა“ კი მესამეა.

საქართველო. ეროვნული ლიგა. მე-9 ტური. 18-19 აპრილი: დინამო - დილა 2:1, გაგრა- იბერია 0:1, კოლხეთი - ბათუმი 0:2, სამგურალი - თელავი 7:0, გარეჯი - ტორპედო 1:1.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114602
სარეკლამო ადგილი - 99
X x X