ფეხბურთი

22:03 | 19.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

მძიმე გამარჯვება აუტსაიდერთან: "ნაპოლი" დროებით მაინც "ინტერს" დაეწია

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლი“ ბოლოადგილოსან პრაქტიკულად უიმედო ვითარებაში მყოფ „მონცას“ ესტუმრა, რომელიც მძიმედ, მაგრამ მაინც დაამარცხა.

ანტონიო კონტეს გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და „მონცასთან“ ქულების დაკარგვა რა თქმა უნდა, მის გეგმებში არ შედიოდა. თუმცა, „აძურის“ ძალიან გაუჭირდა, 1:0 მოიგო.

72-ე წუთზე სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი, როცა მცველებმა კარი წინ მარტო დატოვეს და შოტლანდიელმაც თავით ზუსტად დაარტყა.

შედეგად, „ნაპოლიმ“ 71 ქულა დააგროვა და „ინტერს“ გაუთანაბრდა, ყოველ შემთხვევაში ერთი დღით მაინც, სანამ „ნერაძური“ სტუმრად „ბოლონიას“ დაუპირისპირდება. „ნაპოლი“ მომდევნო ტურში 27 აპრილს, „ტორინოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120123