ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურის მატჩი, რომელშიც „ბარსელონა“ „სელტას“ შეხვდა, კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა - 4:3.
მე-12 წუთზე „ბარსელონა“ თავდამსხმელ ფერან ტორესის გოლის წყალობით დაწინაურდა. მე-15 წუთზე „სელტას“ ფორვარდმა ბორხა იგლესიასმა თანასწორობა აღადგინა. მატჩის 52-ე წუთზე იგლესიასმა მეორე გოლი გაიტანა. 62-ზე კი ესპანელმა ფორვარდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და სტუმრების უპირატესობა გააორმაგა. 64-ე წუთზე „ბარსელონას“ ნახევარმცველმა დანი ოლმომ შეამცირა სხვაობა. 68-ე წუთზე „ბლაუგრანას“ გარემარბმა რაფინიამ კატალონიელთა მესამე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. 90+8-ზე კი მანვე პენალტი ზუსტად შეასრულა და დუბლი მიითვალა.
ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს „ბარსელონა“ ლიდერობს 32 მატჩიდან 73 ქულით. მადრიდის „რეალი" კატალონიელებს შვიდი ქულით ჩამორჩება და ერთი მატჩით ნაკლები ითამაშა .
ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. 32-ე ტური. 19 აპრილი: რაიო ვალეკანო - ვალენსია 1:1, ბარსელონა - სელტა 4:3