საქართველოს ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში „დინამო ბათუმმა“ სტუმრად ფოთის „კოლხეთი“ დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა პირველი წრე დამაჯერებლად ჩაატარა, კარგ ფორმაშია, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
ისევ გაიტანა ლუკა წულუკიძემ, რომელმაც ანგარიში 27-ე წუთზე გახსნა და თავისიანები დააწინაურა. მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჯალენ ბლესამ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დინამო ბათუმი“ 21 ქულით მეორე ადგილზეა, ორი ქულით ჩამორჩება „იბერიას“, ხოლო მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდება. „კოლხეთს“ პირველი წრე ცუდი გამოუვიდა, მხოლოდ 5 ქულა მოიპოვა და ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა, შემდეგ შეხვედრას კი, „სამგურალთან“ ჩაატარებს.