„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს მომდევნო რამდენიმე წელიწადში წარმატებული ექნება.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაპოლის“ მიმდინარე სეზონზე ფილმს გადაიღებენ:
„ეს გუნდი ძლიერია, მომდევნო რამდენიმე წელიწადში ბევრ სიამოვნებას მივიღებთ. ეს დაპირება არაა, რეალობაა. როგორც სკუდეტოს სეზონში გავაკეთეთ, ამ სეზონზეც ფილმს გადავიღებთ, იმედი მაქვს და მინდა, რომ ივნისის ბოლოს გამოვიდეს. "ნაპოლიზე" და ნეაპოლელებზე ხალხი შურით ლაპარაკობს“, - თქვა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სკუდეტოს მოსაგებად იბრძვის და სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე „ინტერს’ 3 ქულით ჩამორჩება.