ფეხბურთი

1:49 | 19.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპეს კლუბი საფრანგეთის მე-3 დივიზიონში გავარდა

„კაენი“ საფრანგეთის ლიგა 2-დან ლიგა 3-ში გავარდა, ეს მას შემდეგ, რაც 31-ე ტურში ფრანგული გუნდი საკუთარ მოედანზე „მარტიჟეს“ წინააღმდეგ 0:3 დამარცხდა და სეზონის დასრულებამდე 3 ტურით გადარჩენის შანსი დაკარგა.

„კაენი“, რომელიც ტრადიციული ფრანგული კლუბია, 21 ქულით ბოლო ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ კლუბის ერთ-ერთი მფლობელი მადრიდის „რეალის“ და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავი კილიან მბაპეა, რომელიც საკონტროლო პაკეტის 80%-ს ფლობს.

მან ცოტა ხნის წინ შეიძინა „კაენის“ აქციები, თუმცა, პირველივე სეზონში კლუბი ლიგა 3-ში გავარდა, არადა, ერთი წლის წინ ძალიან ახლოს იყო ლიგა 1-ში აღზევებასთან.

„კაენი“ შენი სათამაშო არ არის“, - ყვიროდნენ ფანები მბაპეს მიმართ და ტრიბუნებზე ბანერებიც ჰქონდათ გამოფენილი.

როგორც ჩანს, კილიანის ისტორია კლუბში, რომელიც მას ბავშვობიდან უყვარს, კარგად არ დაიწყო. ფრანგი ბავშვობაში "კაენის" აკადემიაში თამაშობდა და სხვათა შორის, შეიძლებოდა მბაპეს პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა სწორედ „კაენიდან“ დაწყებულიყო, მაგრამ საბოლოოდ მაშინ „მონაკოს“ მთავარ გუნდში გადასვლა მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121292