ხორვატიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ნიკოლა პოკრივაცი 39 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.
ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, რომ ის 18 აპრილს, ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა. ავტოკატასტროფაში ჩართული ოთხი მანქანა იყო, ორი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, პოკრივაცი, ხოლო სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ნიკოლა პოკრივაცს ხორვატიის ნაკრებში 2008-2010 წლებში 15 მატჩი აქვს ჩატარებული და მათ შორის, ევრო 2008-ის მონაწილეცაა.
საკლუბო კარიერაში ხორვატ ნახევარმცველს არაერთ გუნდში უთამაშია, თუმცა გამოსარჩევია ზაგრების „დინამო“, „მონაკო“ და „ზალცბურგი“. ამ უკანასკნელის რიგებში მან ორჯერ ავსტრიის ჩემპიონატის მოგებაც მოახერხა.