ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა მარიო ბასლერმა თომას მიულერი გააკრიტიკა. ბასლერის შეტევის ობიექტი მიულერი „ინტერთან“ მატჩის შემდეგ გახდა.
როგორც მან თქვა, ბოლო 20 წლის განმავლობაში „ბაიერნს“ ტექნიკის თვალსაზრისით მიულერზე ცუდი ფეხბურთელი არ ჰყოლია:
„მიულერი უფრო ღირებული ფეხბურთელია, თუ მოედანზე ბოლო 30 წუთი შევა ან დამატებით დროში. ასეთ მომენტებში გამოცდილი ფეხბურთელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ახალგაზრდა. მე თომას მიულერის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. ტექნიკურად ის ყველაზე ცუდი ფეხბურთელია, ვინც „ბაიერნს“ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჰყოლია.
მომწონს, როგორც ფეხბურთელი, თუმცა მაქვს განცდა, რომ კარიერას დაასრულებს „ბაიერნის“ შემდეგ, რადგან კონტრაქტი აღარ გააჩნია. გაზვიადებულად მიმაჩნია აჟიოტაჟი, რომელიც მისი წასვლითაა გამოწვეული“, - თქვა ბასლერმა.
შეგახსენებთ, რომ უკვე ოფიციალურად დადასტურდა - თომას მიულერი სეზონის ბოლოს „ბაიერნს“ დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება.