„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში დადებითი შედეგების მიუხედავად მისი გუნდის მიზანი არ შეცვლილა. ისინი ისევ ლა ლიგაში დარჩენაზე ფიქრობენ.
„ვალანსიამ“ ბოლო 10 ტურში 21 ქულა მოიპოვა, რაც ამ პერიოდში ლა ლიგაში მეორე საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, გუნდი ახლა უფრო მშვიდადაა, გავარდნის საფრთხე თითქოს აღარ ემუქრება.
"ჩვენი მიზანი არ შეცვლილა და შეცდომა იქნებოდა ასე ვიფიქროთ. ახალ მიზნებზე საუბარი, როდესაც ჯერ პირველს ვერ მივაღწიეთ, არარეალურია, კონტრპროდუქტიული და არაგონივრული. კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ გვაქვს გადასადგმელი ნაბიჯები ჩვენი მიზნის მისაღწევად“, - თქვა კორბერანმა.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ 37 ქულით მე-13 ადგილზეა და ევროზონასთან ქულებით უფრო ახლოსაა, ვიდრე გასავარდნ ზონასთან.
„რაიო ვალეკანოსა“ და „ვალენსიას“ მატჩი 19 აპრილს, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.