„ნაპოლის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი დავიდ ნერეში გამოაკლდა. როგორც იტალიური მედია იტყობინება, ის „მონცასთან“ უახლოეს მატჩში ვერ ითამაშებს.
ჯერჯერობით, ტრავმის სიმძიმე და შესაბამისად, ზუსტი პერიოდი, რომელიც ბრაზილიელს გაუცდება, უცნობია, მაგრამ უახლოს შეხვედრაში მოედანზე ნამდვილად ვერ გავა.
ნერეშს ტრავმის გამო მანამდე თითქმის ორი თვე გაუცდა და გუნდს მხოლოდ მარტის ბოლოს დაუბრუნდა, მაგრამ ახლა ლაზარეში ისევ გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში დავიდ ნერეშმა 25 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.