ფეხბურთი

22:24 | 18.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსკი ფლიკი: "აბსურდია, რომ ასეთ დროს გვათამაშებენ, ლა ლიგა კლუბებზე არ ზრუნავს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლა ლიგა კალენდრის გამო გააკრიტიკა.

როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ლა ლიგის გარდა, ყველგან ზრუნავენ იმ კლუბებზე, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ, მაგრამ ესპანეთში ასე არ არის:

„ყველა ფედერაციას ან ლიგას აინტერესებს თავისი კლუბები, მაგრამ აქ არა. „ვალიადოლიდთან“ მატჩის შემდეგ დილის 5 ან 6 საათზე დაბრუნება მოგვიწევს, ეს დაუჯერებელია. კალენდარი არ გვეხმარება, არც ჩვენ და არც ესპანურ ფეხბურთს. რატომ არ შეგვიძლია საღამოს 6 საათზე თამაში? შინ ამ დროს ვთამაშობთ როგორც წესი, მაშ, რატომ არა სტუმრად? მითხარით ერთი მიზეზი. მინდა ვიცოდე, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი. ჩემთვის ეს აბსურდია. მათ წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს ფეხბურთელებისთვის მეტი დასვენების შესაძლებლობა.

ესპანეთის ლიგისთვის კარგია, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვართ, შემთხვევითი არ არის, რომ მომდევნო სეზონში ესპანეთს ამ ტურნირზე 5 გუნდი ეყოლება. სხვა ქვეყნებში ზრუნავენ იმ კლუბებზე, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ, აქ კი არა“, - თქვა ფლიკმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061717