იურგენ კლოპის აგენტი მარკ კოსიჩკე გამოეხმაურა იმ ჭორებს, რომლის მიხედვით გერმანელმა მწვრთნელმა შესაძლოა მადრიდის „რეალი“ ან ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს.
როგორც მან აღნიშნა, კლოპი ბედნიერია ამჟამინდელი სამსახურით:
„იურგენი ძალიან ბედნიერია Red Bull-ის გლობალური ფეხბურთის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობით, ის სრულად კონცენტრირებულია და ბედნიერია“, - თქვა კოსიჩკემ.