ფეხბურთი

18:08 | 18.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "გვინდა, ისტორია დავწეროთ, ყველაფერი მოვიგოთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლე ავრთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, სურთ, რომ ლიგა 1 წაუგებლად დაასრულონ, მაგრამ ხვალ რთულ მატჩს ელოდება:

„გვინდა, რომ ჩემპიონატი დაუმარცხებლად დავასრულოთ. ეს არის მოტივაცია, მაგრამ რთული იქნება, რადგან „ლე ავრის“ მსგავსი გუნდები, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან, სეზონის ბოლოს უფრო სახიფათო ხდებიან. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი გამოცდაა ჩვენი გუნდისთვის ისტორიის დასაწერად, მაგრამ ვიცით, რომ რთული იქნება, რადგან მათ სურთ ქულების აღება.

ვემზადებით ამ მატჩისთვის, ისე, როგორც მომდევნო მატჩისთვის. რეკორდი შეიძლება მოხსნას, რეკორდი, რომელიც ძალიან იშვიათად მყარდება. ჩემპიონები ვართ, ეს არის მიღწეული მიზანი, მაგრამ პსჟ-ში თამაში მოითხოვს ყოველთვის კონკურენტუნარიანობას, ყველა მეტოქესთან. ასე რომ, ჩვენ ვემზადებით „ლე ავრის“ წინააღმდეგ სათამაშოდ დიდი ინტენსივობით და ერთგულებით.

„ასტონ ვილასთან“ მთელი თამაში ვისიამოვნე. რთული მეოთხედფინალი იყო და ეს მოსალოდნელიც იყო. ამ მატჩის გაანალიზების შემდეგ, ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და რაც მთავარია, მატჩის დროს ემოციები ვაკონტროლეთ. რთული იყო, მაგრამ ჩვენ ძალიან მამაცი გუნდი ვიყავით, გუნდთან, რომელიც ასევე ძალიან კარგად ითამაშა, ძალიან მაღალი დონის მატჩი იყო. საამაყოა, რომ ისევ ნახევარფინალში ვართ, ეს აჩვენებს გუნდის სტაბილურობა და თანმიმდევრულობას.

უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ მზად ვიყოთ ყველა სიტუაციისთვის და ვფიქრობ, ამ სეზონში რამდენჯერმე ეს შევძელით. უფრო ადვილია მუშაობა იმაზე, რაც ფუნქციონირებს, მაგრამ ყურადღება სხვა დეტალებსაც უნდა მივაქციოთ ჩვენ არ ვართ დაუმარცხებელი და არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ ბევრს ვმუშაობთ და მხარს გვიჭერენ ჩვენი ფანები, რომლებიც გვაძლევენ დიდ ენერგიას. ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ კონკურენტუნარიანები ყველა ტურნირზე. მე მჯერა ჩემი მოთამაშეების და ჩვენ მზად ვიქნებით ვითამაშოთ ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ.

ჯერ არ მიგვიღწევია ყველა მიზნისთვის, რადგან მიზანია, რაც შეიძლება მაღალი, გვინდა ისტორია შევქმნათ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ საქმით, რომელსაც თითქმის ორი წელია ვაკეთებთ, მოსაგები გვაქვს თასი და ჩემპიონთა ლიგა, შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატიც.

„არსენალმა“ ვიცით, როგორი გუნდი გააგდო, ისინი არტეტას ხელმძღვანელობით შესანიშნავად თამაშობენ. არც პლუსია და არც მინუსი ის ფაქტი, რომ პლეი-ოფში უკვე ვეთამაშეთ ორ ინგლისურ გუნდს“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ „ლე ავრს“ 19 აპრილს, თბილისის დროით 19:00 საათზე, საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105911
სარეკლამო ადგილი - 99
X x X