არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "ინტერ მაიამის" ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ Simplemente Futbol-თან ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
მათ შორის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა გაიხსენა, ის პერიოდი როდესაც "ბარსელონაში" დაბრუნება შეეძლო, მან ასევე კომენტარი ლამინ იამალზეც გააკეთა.
"ბარსელონაში დაბრუნებას ვგეგმავდი, ეს ნამდვილად მსურდა, რადგან ამ კლუბში საოცრად ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამ ყველაფრის მიზეზი ჩემი ოჯახი იყო, რომლებთან ერთადაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. ამას ის ფაქტიც დაემატა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შევძელი, ეს ტიტული იყო, რომელიც ჩემს კარიერას აკლდა. ვითამაშებ თუ არა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? არ ვიცი იქამდე ერთი წელია და ამ დროის განმავლობაში მივიღებ გადაწყვეტილებას."
"ლამინ იამალი? გასაოცარია რასაც ის აკეთებს. მან შეძლო და 17 წლის ასაკში ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ის ჯერ კიდევ ზრდის პერიოდშია და ეტაპობრივად ბევრ რამეს ისწავლის და უფრო განვითარდება, მას ამისთვის ყველაფერი აქვს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია." -განაცხადა ლიონელ მესიმ.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი "ბარსელონაში" მთავარ გუნდში 2004 წელს დააწინაურეს და კატალონიური გრანდის ღირსებას 2021 წლამდე იცავდა, მან ამ დროის განმავლობაში ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა. არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად კი, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლო.