ფეხბურთი

13:17 | 18.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის დარჩენა სურს, "რეალი" მოლაპარაკებებს კლოპთან აწარმოებს

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "არსენალთან" დამარცხების შემდეგ არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ კარლო ანჩელოტიმ თავის შესაძლებლობები ამოწურა და მადრიდის "რეალი" უნდა დატოვოს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა იტალიელი სპეციალისტი სხვა აზრზეა და როგორც Relevo და The Athletic- ი იუწყებიან ანჩელოტის დარჩენა სურს.

ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა "ლივერპულის" ყოფილ მწვრთნელ იურგენ კლოპს უკვე დაუკავშირდა და მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, დიდია შანსი, რომ "რეალს" მომავალი სეზონიდან სწორედ გერმანელი სპეციალისტი ჩაუდგება სათავეში. რადგან კლოპს თავადაც სურს ისეთ კლუბში მუშაობა, როგორიც "რეალია". მისი განცხადებით, სამწვრთნელო საქმიანობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ "რეალიდან" ან ბრაზილიის ნაკრებიდან ექნება შემოთავაზება.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი "ლივერპულიდან" წასვლის შემდეგ "რედ ბულის" ფეხბურთის ახალი გლობალური ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123818