ფეხბურთი

12:47 | 18.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი: "გვარდიოლა სხვა სამყაროდანაა, მან ფეხბურთი შეცვალა"

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "ინტერ მაიამის" კაპიტანმა ლიონელ მესიმ პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა და მასთან ერთად "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

როგორც არგენტინელმა თქვა, გვარდიოლამ ფეხბურთი შეცვალა და ის საუკეთესო მწვრთნელია, რომელიც მას ოდესმე ჰყოლია.

"გვარდიოლა სხვა სამყაროდანაა, ის ისეთ რაღაცებს ამჩნევს და ხედავს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. მან ფეხბურთი შეცვალა. სინამდვილეში კი, ფეხბურთს ზიანი მიაყენა, რადგან ყველა კლუბი და მწვრთნელი ჩვენი ტაქტიკით თამაშს ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. მაშინდელი ბარსელონა საოცარი გუნდი იყო, განსაკუთრებით ნახევარდაცვა: ხავი, ინიესტა და ბუსკეცი. ჩვენ ყველა შესაძლო ტიტულის მოგება შევძელით. გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია, ვინც კი ოდესმე მყოლია." - განაცხადა მესიმ.

ცნობისთვის, პეპ გვარდიოლა კატალონიის "ბარსელონაში" 2008-2012 წლებში მუშაობდა, სადაც მისი ხელმძღვანელობით კატალონიურმა გრანდმა 247 მატჩი ჩაატარა. "ბარსელონამ" ამ პერიოდში სამჯერ ლა ლიგა, ორჯერ ესპანეთის თასის და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062609