გაბონის ნაკრებისა და ჩინური „ჟეიან ჟიეს“ თავდამსხმელი აარონ ბუპენძა 28 წლის ასაკში დაიღუპა.
ის საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულიდან გადავარდა. ფეხბურთელი გუნდის ბოლო ვარჯიშზე არ მისულა, კლუბმა მასთან დაკავშირება ვერ შეძლო, რის შემდგომაც გაირკვა ტრაგედიის შესახებ.
ინციდენტის დინამიკის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. განიხილება თვითმკვლელობის, შემთხვევით გადავარდნის და ბინაში მყოფ ძმასთან შესაძლო კამათის ვარიანტები.
ბუპენძას ფრანგულ, პორტუგალიურ და რუმინულ გუნდებში თამაშია, ყველაზე წარმატებული პერიოდი კი, თურქულ „ჰატაისპორს“ უკავშირდება, სადაც 2020-2021 წლების სეზონში თურქეთის სუპერლიგის 36 მატჩში 22 გოლი გაიტანა და სუპერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.