ფეხბურთი

0:42 | 15.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" გოგლიჩიძის "ემპოლის" ადვილად აჯობა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის დასკვნით მატჩში „ნაპოლიმ“ „ემპოლის“ უმასპინძლა, რომელიც მოლოდინისამებრ ადვილად დაამარცხა.

ანტონიო კონტეს გუნდი მე-18 წუთზე სკოტ მაკტომინეიმ დააწინაურა და ტაიმი ასე დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში ჯერ რომელუ ლუკაკუმ გაზარდა სხვაობა, ხოლო შემდეგ მაკტომინეიმ დუბლი შეასრულა - 3:0.

საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა და მატჩის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველ მცველს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 28 მატჩი აქვს ჩატარებული, ორჯერ მან იტალიის თასზეც ითამაშა.

„ემპოლის“ 8 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია - 19 მატჩი (აქედან ორი იტალიის თასზე), ხოლო კონკრეტულად სერია A-ში 17-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს - 5 ფრე, 12 წაგება. შედეგად, „ემპოლი“ 24 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 20 აპრილს, უშუალო კონკურენტ „ვენეციას“ უმასპინძლებს, რომელსაც ასევე 24 ქულა აქვს.

„ნაპოლი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს, 68 ქულით მეორეა, „ინტერს“ 3 ქულით ჩამორჩება და ბევრად უკეთესი კალენდარი აქვს, ვიდრე მილანურ გუნდს. კონტეს გუნდი მომდევნო ტურში პრაქტიკულად გავარდნილ „მონცას“ 19 აპრილს ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.075045