იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „ბრეშა“ 91:79 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ბოლონიელებმა პირველი პერიოდი 11 ქულით წააგეს, მაგრამ შემდეგ უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვიათ.
თორნიკე შენგელიამ 30 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიანი და საჯარიმო არ უსვრია.
„ვირტუს ბოლონია“ 19 მოგებით და 7 წაგებით ლიდერობს სერია A-ს, მომდევნო ტურში კი, 19 აპრილს, „პისტოიას“ სტუმრად შეხვდება.