ესპანეთის ლიგა ენდესაში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ 10-მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა და 27-ე ტურში საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალთან“ 68:79 დამარცხდა.
„რეალი“ პირველივე პერიოდში დაწინაურდა და გამარჯვება არ გასჭირვებია.
შერმადინმა 15 წუთში 10 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
„ტენერიფე“ 21 გამარჯვებით და 6 მარცხით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 20 აპრილს, „ბასკონიას“ სტუმრად დაუპირისპირდება.