კალათბურთი

10:24 | 13.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის კვირის MVP გახდა

„ტენერიფეს“ ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური პირველი მატჩების საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ჩემპიონთა ლიგის საიტზე გულშემატკივრების უმეტესობის ხმა სწორედ ქართველმა ცენტრმა მიიღო, რომელიც პარალელურად, ტურის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა.

შერმადინმა იტალიურ „ტორტონასთან“ შესანიშნავად ითამაშა და თავის გუნდს 19 ქულით, 5 მოხსნით, 2 პასით, 2 ჩაჭრით და 1 დაფარებით დაეხმარა.

„ტენერიფე“ მეოთხედფინალურ სერიას იგებს, მეორე მატჩი კი, იტალიაში, 23 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118301