ფეხბურთი

16:59 | 12.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემის" მწვრთნელი: "ეჭვგარეშეა, კლუბში ჯაშუში გვყავს"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანგე პოსტეკოღლუმ განაცხადა, რომ კლუბში ჯაშუში ჰყავთ. როგორც მან თქვა, ინფორმაცია გამუდმებით გადის კლუბიდან და ეს ჯერ კიდევ შარშან დაიწყო.

„ეჭვგარეშეა, რომ კლუბში ჯაშუში გვყავს. ვიღაც გამუდმებით ავრცელებს ინფორმაციას და ეს მთელი სეზონის განმავლობაში ხდებოდა. ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. გვეგონა, რომ პრობლემა თავიდანვე მოვაგვარეთ, მაგრამ ინფორმაცია სხვადასხვა დროს კვლავ ვრცელდება“, - თქვა პოსტეკოღლუმ.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემი“ პრემიერლიგაში 37 ქულით მხოლოდ მე-14 ადგილზეა, ხოლო ევროპა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „აინტრახტს“ საკუთარ მოედანზე დაუზავდა (1:1).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06319