ფეხბურთი

16:30 | 12.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

L'Equipe-მა კვარაცხელია იანვარში პსჟ-ს ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერების სამეულში შეიყვანა

ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მ „პარი სენ-ჟერმენის“ საუკეთესო 15 ტრანსფერი დაასახელა, რომელიც ფრანგულმა კლუბმა იანვარში განახორციელა.

ხვიჩა კვარაცხელიაც პსჟ-ს სწორედ იანვარში შეუერთდა და გამოცემამ ეს ტრანსფერი მესამე ადგილზე დაასახელა. უფრო მაღლა არიან ტიაგო მოტა და მაქსველი, რომლებიც პსჟ-მ 2012 წლის ზამთარში შეიძინა.

„ქართველი თავისი სტილით შთაბეჭდილებას ახდენს. ტექნიკით და შემტევი, ასევე, დაცვაში მუშაობის უნარით. ლუის ენრიკემ, რომელმაც განაცხადა, რომ 2023 წლის ზაფხულში, გუნდში მისი მისვლის დღიდან სურდა კვარაცხელიას შეძენა, ისიც თქვა, რომ მასზე გავლენა კვარამ დაცვაში მუშაობის უნარით მოახდინა. გოლები გამტანი, ასევე მეპასე, ყოფილ ნეაპოლელს იმედის მომცემი სტარტი ჰქონდა“, - წერს გამოცემა.

L’Equipe-ს ვერსიით იანვარში პსჟ-ს ტოპ 15 ტრანსფერი

1. ტიაგო მოტა
2. მაქსველი
3. ხვიჩა კვარაცხელია
4. ალექსი
5. დევიდ ბექჰემი
6. ლუკას მოურა
7. ლეანდრო პარედესი
8. იულიან დრაქსლერი
9. ლუკას ბერალდო
10. იოან კაბაიე
11. ჯოვანი ლო სელსო
12. გონსალო გედეში
13. ლასანა დიარა
14. რონან ლე კრომი
15. მოსკარდო

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-მ იანვარში „ნაპოლიდან“ 75 მილიონ ევროდ შეიძინა. მას შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066652