მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი კილიან მბაპე „პარი სენ-ჟერმენისგან“ 55 მილიონ ევროს ითხოვს.
მხარეებს შორის დავა უკვე კარგა ხანია გრძელდება, მბაპეს ადვოკატებმა პარიზში პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საკითხზე ისაუბრეს:
„სამართალწარმოება 2024 წლის თებერვალში დაიწყო და მას შემდეგ პსჟ-მ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა. კილიან მბაპეს შემთხვევაში საკითხი მარტივია: ის პსჟ-ს 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა, შრომითი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე ორი წლით განახლდა. დროთა განმავლობაში იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, დისკუსიები, ზეწოლა, ამ ყველაფერს კიდევ დავუბრუნდებით. კონტრაქტი ორივე მხარეს შორის იყო გაფორმებული, რომელსაც ბოლომდე ორივე მხარე იცავდა, მაგრამ ფული ფეხბურთელს არ გადაუხადეს. რამდენი? 55 მილიონი ევრო“, - თქვა მბაპეს ადვოკატმა დელფინ ვერჰეიდენმა.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი გასულ ზაფხულს ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის „რეალში“ გადავიდა.