ფეხბურთი

20:32 | 10.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვიტინია: "კვარა საოცარ ფორმაშია"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ვიტინიამ „ასტონ ვილასთან“ მატჩის (3:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

როგორც მან თქვა, კვარა საოცარ ფორმაშია, როგორც პსჟ-ს სხვა ფეხბურთელები:

„ეს წარმოუდგენელია, ის წარმოუდგენელ ფორმაშია, ისევე როგორც დეზირე [დუე], უსმანი [დემბელე] ან ნუნუ [მენდეში]. ეს ფაზა უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ დიდი გუნდი ვართ, მაგრამ არაფერი დასრულებულა, ბირმინგემშიც შესანიშნავ თამაშს ვაჩვენებთ და ნახევარფინალში გავალთ“, - აღნიშნა ვიტინიამ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 5 მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე პასია.

„ასტონ ვილა“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს, ბირმინგემში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066773
სარეკლამო ადგილი - 99
X x X