„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა „სევილიასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც გიორგი მამარდაშვილზეც გააკეთა კომენტარი.
როგორც მან თქვა, მამარდაშვილის ფორმაში დაბრუნება კარგიცაა და ცუდიც:
„საუკეთესო ფორმაში გიორგის დაბრუნება ერთდროულად კარგიცაა და ცუდიც. კარგია, როცა ფორმის პიკში თამაშობს, მაგრამ არ მომწონს, როცა ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი მეკარეა, მირჩევნია, მეკარე შეუმჩნეველი დარჩეს. მან აჩვენა თავისი დონე.
„რეალთან“ მოგება? შეცდომა იქნება ვიფიქროთ, რომ მიზანს მივაღწიეთ. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს, 24 ქულა გასათამაშებელია, მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. „ბერნაბეუზე“ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, მატჩი გავაანალიზეთ, მნიშვნელოვანი იყო, რომ ფეხბურთელებს შრომა დაუფასდათ. თუმცა, ახლა ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, ხვალინდელი მატჩია, გასახდელში ეიფორია არ არის“, - თქვა კორბერანმა.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიასა“ და „სევილიას“ მატჩი 11 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.