ფეხბურთი

16:30 | 10.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "პსჟ საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, კვარა სამ შემტევში ყველაზე სტაბილურია"

იტალიელი ჟურნალისტი ენრიკო ვარიალე სოციალურ ქსელში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვებას გამოეხმაურა ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ (3:1).

როგორც მან დაწერა, ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთა შეტევაში ყველაზე სტაბილურია, ხოლო პსჟ ევროპაში ყველაზე სახალისო გუნდია:

„პარი სენ-ჟერმენში“ ევროპაში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ბურთი ყოველთვის სწრაფად მოძრაობს, პრესინგზე შესანიშნავია, შეტევაში სამი ფენომენი ჰყავს. მათ შორის, ყველაზე სტაბილური კვარაცხელიაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ავთენტური ჩემპიონია და რომელიც ბალანსს ცვლის. ლუის ენრიკემ მოახერხა, რომ მბაპე დაევიწყებინათ“, - წერს ვარიალე.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 5 მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე პასია.

„ასტონ ვილა“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს, ბირმინგემში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.071492