NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ მოულოდნელად სტუმრად „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ დაძაბულ ბრძოლაში 114:111 დაამარცხა.
გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი იყო, რომელიც გრეგ პოპოვიჩის გუნდმა 38:23 მოიგო და ქამბექი მოახერხა.
სანდრო მამუკელაშვილმა სოლიდური წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში: 22 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
მოედანზე საუკეთესო სტეფ კარი იყო 30 ქულით და 8 მოხსნით, ჯიმი ბატლერის აქტივში 28 ქულა, 4 მოხსნა და 7 პასი გახლდათ.
„სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში 33 მოგებით და 47 წაგებით მე-13 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 12 აპრილს, სტუმრად „ფინიქსთან“ გამართავს.