„ბარსელონას" ჭაბუკმა ფორვარდმა ლამინ იამალმა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ახალი ისტორიული მიღწევა დაამყარა. ამრიგად, 17 წლის ესპანელი გახდა ისტორიაში პირველი 18 წლამდე ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის თასის მთავარ ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა გარემარბმა ყველა ტურნირზე „ბარსელონას" 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 14 ბურთი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.