„ბარსელონას“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ 2024/25 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში დორტმუნდის „ბორუსიის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. ამრიგად, 36 წლის პოლონელმა ფორვარდმა უნიკალური მიღწევა დაამყარა, რომლისთვისაც ევროპის თასის მთავარ ტურნირზე არავის მიუღწევია. ამის შესახებ Opta Sport იუწყება.
წყაროს ცნობით, ლევანდოვსკი გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში 10-ზე მეტი გოლი გაიტანა სამ სხვადასხვა გუნდში: დორტმუნდის „ბორუსიაში,“ მიუნხენის „ბაიერნში“ და „ბარსელონაში.“
ჯამში ლევანდოვსკის ჩემპიონთა ლიგაზე 105 გოლი აქვს გატანილი. ის ტურნირის ისტორიაში მესამე ბომბარდირია კრიშტიანუ რონალდუს (140) და ლიონელ მესის (129) შემდეგ.