ფეხბურთი

5:10 | 10.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარასთვის "ნაპოლიდან" წასვლა პრიორიტეტი იყო, ახლა ის თავის დონეს დაუბრუნდა"

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ პსჟ-სა და „ასტონ ვილას“ მატჩის (3:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დასანანია, რომ „ნაპოლიმ“ მასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია, რადგან აშკარა იყო, რომ ფეხბურთელი კონტრაქტის პირობების გამო იტალიურ კლუბში ბედნიერი აღარ იყო:

„კვარას დაბრუნების საიდუმლო? კონტრაქტი! ის იტალიაში უცნობი ფეხბურთელის სტატუსით ჩამოვიდა, პირველ სეზონში პროტაგონისტი იყო და სკუდეტოც მოიგო, თუმცა, ხელფასი დაბალი დარჩა და 5-წლიანი კონტრაქტით. „ნაპოლიმ“ იანვარში 75 მილიონი მიიღო და ამ მხრივ, სათქმელიც არაფერია. თუმცა, დასანანია, რომ მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდა და გამოსავალი ვერ მოძებნეს, ამიტომ, დროთა განმავლობაში „ნაპოლიში“ ის დამწუხრდა. მეორე სეზონი ნეგატიური იყო, ეს სეზონი ცოტა უკეთ დაიწყო, მაგრამ არც ისე დიდებულად. წასვლა მისი პრიორიტეტი იყო და ახლა ძველ დონეს დაუბრუნდა“, - თქვა კონდომ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 5 მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე პასია.

„ასტონ ვილა“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს, ბირმინგემში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064709