ფეხბურთი

20:59 | 9.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილას" სამი ქულა "სამგურალთან"

საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში გორის „დილამ“ სტუმრად „წყალტუბოს „სამგურალი“ 1:0 დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩი დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი მეორე ტაიმის სტარტზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 52-ე წუთზე იბრაჰიმა დრამემ დალაშქრა მეტოქის კარი და დარჩენილ დროში გორელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს.

გორის „დილამ“ ამ გამარჯვებით 14 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, ფოთის „კოლხეთს“ შეხვდება. „სამგურალს“ 8 ქულით მეექვსე ადგილი უკავია და „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113631