ფეხბურთი

16:03 | 9.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: "არასდროს შეგვიწყვეტია იმის დაჯერება, რომ მოგება შეგვეძლო"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერნთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ყოველთვის სჯეროდათ, რომ მოგება შეეძლოთ.

„ბიჭები უნდა შევაქო, უფრო მეტად თამაშის და არა შედეგის გამო. ვიცით, რომ მხოლოდ პირველი ტაიმი იყო და საპასუხო მატჩი ერთ კვირაში იქნება. ვიცოდით, რომ „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 27 საშინაო მატჩიდან 23 მოგება და 4 ფრე ჰქონდა, რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთეთ, ახლა კი, „სან სიროზე“ ჩვენი ფანების წინაშე იგივე უნდა მოვახერხოთ.

არასდროს შეგვიწყვეტია იმის დაჯერება, რომ გამარჯვება შეგვეძლო, არც მათი გოლის შემდეგ. 1:1-ის შემდეგაც გვჯეროდა, ვცადეთ გატანა და გავიტანეთ კიდეც. „ბაიერნის“ პრესინგს ველოდი, მაგრამ ჩვენ კარგად გავართვით თავი, საკმარისია მეორე გოლს შევხედოთ, იმის მაგივრად, რომ დრო გაგვეყვანა, შეტევაში გადავედით, ყოველთვის გვჯეროდა, რომ მოგება შეგვეძლო“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „ბაიერნის“ საპასუხო მატჩი 16 აპრილს, მილანში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065699
სარეკლამო ადგილი - 99
X x X