გამთენიისას NBA-ში მორიგი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიომ", რომელმაც ზედიზედ მესამე მარცხი იგემა. "ტეხასელები" ამჯერად "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" 122:117 დამარცხდნენ.
სანდრო მამუკელაშვილი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 23:21 წუთი გაატარა, რა დროშიც მამუმ 8 ქულას, 1 მოხსნას და 7 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ქართველმა 1 ორქულიანი და 6 მცდელობიდან 2 ჯერ ისროლა სამქულიანი ზუსტად.
"სან ანტონიოს" 32 მოგება და 47 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას მამუს გუნდი "გოლდენ სტეიტთან" 10 აპრილს გამართავს.