ფეხბურთი

12:56 | 8.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

კევინ დე ბრუინი შეიძლება მესის თანაგუნდელი გახდეს მაიამის „ინტერში“

ამერიკული კლუბი „ინტერ მაიამი,“ რომელშიც ლიონელ მესი თამაშობს, ბელგიელი ნახევარმცველით, კევინ დე ბრუინით დაინტერესდა, ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს „მანჩესტერ სიტიდან“ წავა, ამის შესახებ ESPN იუწყება.

წყაროს ცნობით, დევიდ ბექემის კლუბს MLS-ის კლუბებს შორის ბელგიელთან მოლაპარაკების პრიორიტეტი აქვს, რადგან „ინტერმა“ ფეხბურთელი თავის „აღმოჩენის სიაში" შეიყვანა. MLS-ის წესების მიხედვით, კლუბებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაიმატონ ხუთამდე მოთამაშე თავიანთ „აღმოჩენის სიაში" მოთამაშის შეყვანით, ეს გუნდი იძენს ექსკლუზიურ უფლებას, დაიწყოს მოლაპარაკებები ფეხბურელან პირველ რიგში, ლიგის სხვა კლუბების კონკურენციის გარეშე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია დე ბრუინის მიმართ საუდის არაბეთის კლუბებიდან დაინტერესების შესახებ. მიმდინარე სეზონში მან 30 მატჩში ოთხი ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120436