5 აპრილს ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და „ვალენსია“ დაუპირისპირდნენ. თამაში მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე გაიმართა. სტუმრებმა მოიგეს ანგარიშით 2:1. ამ მარცხის შემდეგ მასპინძლების ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა ემოციები ვერ შეიკავა, იუწყება Goal.com.
გასახდელისკენ მიმავალმა მან VAR მონიტორს დაარტყა. შესაბამისად, ბრიტანელმა შესაძლოა 1 ან 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს. ლა ლიგის წესები ითვალისწინებს დასჯას აგრესიის გამოვლენისთვის იმ აღჭურვილობის მიმართ, რომელიც ეხმარება მატჩის მსაჯობას.
ბელინგემმა მიმდინარე სეზონში მადრიდის „რეალის" შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 13 ბური გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი მის ამჟამინდელ კლუბთან 2029 წლის ზაფხულაmმდეა ძალაში.