ფეხბურთი

19:26 | 7.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სალერნიტანაში" ლუკა ლოჩოშვილს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ლუკა ლოჩოშვილს „სალერნიტანაში“ ახალი მწვრთნელი ჰყავს. წარუმატებელი შედეგების გამო რობერტო ბრედა დაითხოვეს, რომელიც პასკუალე მარინომ შეცვალა.

ლოჩოშვილი „სალერნიტანას“ იანვარში „კრემონეზედან“ იჯარით შეუერთდა და ბრედა მუდმივად ენდობოდა, ქართველმა მცველმა სალერნოელთა რიგებში დღემდე 12 მატჩი ჩაატარა.

პასკუალე მარინოს ძალიან ბევრ გუნდში უმუშავია, ბოლოს „ბარის“ მწვრთნელი იყო, ასევე, „პალერმოში“, „უდინეზეში“, „პარმაში“ და „ჯენოაში“ საქმიანობდა.

„სალერნიტანა“ სერია B-ს დასრულებამდე 6 ტურით ადრე 30 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და გავარდნის რეალური საფრთხე ემუქრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119351
სარეკლამო ადგილი - 99
X x X