სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და 7 000 ევროს ჯარიმაც დააკისრეს.
პორტუგალიელის სასჯელის მიზეზი ისაა, რომ „გალათასარაის“ მთავარ მწვრთნელ ოკან ბურუკს ცხვირში ხელი წაავლო...
მიმდინარე სეზონში ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მოურინიო დასაჯეს, ცოტა ხნის წინ მოიხადა ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც რასისტული განცხადების გამო გამოუწერეს.
ასე რომ, ჟოზე მოურინიოს თურქეთში საქმე მოსაწყენად ნამდვილად არ აქვს.