ფეხბურთი

20:20 | 6.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილის 90 წუთი, "ლევანტემ" კონკურენტი დაამარცხა და ლიდერია

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 34-ე ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ უშუალო კონკურენტი სანტანდერის „რასინგი“ 3:1 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.

ქართველმა ნახევარმცველად შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად შედეგიანი მოქმედებით ვერ გამოირჩა. თუმცა, კომპენსირებულ დროში შეეძლო საგოლე პასის ავტორი გამხდარიყო, მცირე თამაშგარე რომ არა.

„ლევანტემ“ ხოსე მორალესის დუბლით მოიგო, რომელმაც ორი გოლი 46-ე წუთისთვის შეაგდო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გუნდებმა გოლები გაცვალეს და ვალენსიელებმა მოიგეს.

გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. მოგეხსენებათ, მან უკვე გააფორმა კონტრაქტი ლისაბონის „სპორტინგთან“, რომელსაც ივლისში შეუერთდება.

„ლევანტეს“ 62 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ცნობისთვის „რასინგი“ 59 ქულით მესამე სფეხურზეა. ხულიან კალეროს გუნდი მომდევნო ტურში 11 აპრილს, „კორდობას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119615
სარეკლამო ადგილი - 99
X x X