იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ „კალიარის“ დაუპირისპირდა და ისევ ვერ მოიგო.
ტოსკანური გუნდი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენა და ნულოვან ფრეს დასჯერდა. „ემპოლის“ 8 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია - 18 მატჩი (აქედან ორი იტალიის თასზე), ხოლო კონკრეტულად სერია A-ში 16-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს - 5 ფრე, 11 წაგება.
საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მან 7.5 ქულის შეფასება დაიმსახურა. ბოლო პერიოდში კლუბში ეს მისთვის უდავოდ საუკეთესო თამაში იყო. 20 წლის ქართველ მცველს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 27 მატჩი აქვს ჩატარებული, ორჯერ მან იტალიის თასზეც ითამაშა.
„ემპოლი“ 4-თვიანი მოუგებელი სერიის ფონზე 24 ქულით გასავარდნ ზონაშია მე-18 ადგილზე, ხოლო მომდევნო ტურში 14 აპრილს, სტუმრად „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.