კალათბურთი

17:43 | 6.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის MVP-ს ტიტული და ბეჟანიშვილის კარგი მატჩი ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 26-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ გიორგი ბეჟანიშვილის „გრანადა“ 95:87 დაამარცხა.

ლიდერს აუტსაიდერმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია, „ტენერიფემ“ მბოლოს ბოლო პერიოდში მოახერხა მეტოქის გატეხვა.

გიორგი შერმადინმა 31 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 8 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 34-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა.

„გრანადას“ რიგებში გიორგი ბეჟანიშვილმა 15 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 6 ქულით, 2 მოხსნით, 3 პასით და 1 დაფარებით გამოირჩა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო ააცილა, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.

„ტენერიფე“ 21 მოგებით და 5 წაგებით მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 13 აპრილს, „რეალს“ უმასპინძლებს. „გრანადა“ 6 მოგებით და 20 წაგებით ბოლოსწინა, მე-17 საფეხურზეა, მომდევნო მატჩს კი, 13 აპრილს, „ბარსელონასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131616