ფეხბურთი

15:06 | 6.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

5 მოგერიებული პენალტი ლა ლიგის ბოლო ორ სეზონში: მამარდაშვილის საუკეთესო შედეგი

„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის ბოლო ორ სეზონში 5 პენალტი მოიგერია - შარშან სამი და წელს ორი.

2023-2024 წლების სეზონში სამი მოგერიებული პენალტით მამარდაშვილი ლა ლიგაში საუკეთესო იყო:

09.02.2023 – „ალავესის“ წინააღმდეგ კიკე გარსიას პენალტი მოიგერია.

17.03.2024 – „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ალექს ბაენას პენალტი მოიგერია.

15.05.2024 – „ოსასუნას“ წინააღმდეგ ანტე ბუდიმირის პენალტი მოიგერია.

2024-2025 წლების სეზონში მან ჯერჯერობით ორი პენალტი მოიგერია, მაგრამ შარშანდელი შედეგის მინიმუმ გასამეორებლად კიდევ 8 მატჩი აქვს.

23.08.2024 – „სელტას“ წინააღმდეგ იაგო ასპასის პენალტი მოიგერია.

06.04.2025 – „რეალის“ წინააღმდეგ ვინისიუსის პენალტი მოიგერია.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 3-3 პენალტი პაულო გაზანიგას (ჟირონა, 60% ეფექტურობა) და იესპერ სილესენს („ლას პალმასი“, 37.5%) აქვთ მოგერიებული. შემდეგ მოდიან 2-2 პენალტით მამარდაშვილი (40%), ჟოან გარსია („ესპანიოლი“, 33.3%), ხოლო თითო პენალტი ივან ვილარმა („სელტა“, 100%), დინკო ჰორკასმა („ლას პალმასი“, 100%), ხულენ აგირასაბალამ („ბილბაო“, 50%), ორიან ნილანმა („სევილია“, 33.3%), აუგუსტო ბატალიამ („რაიო ვალეკანო“, 20%), ალექს რემირომ („სოსიედადი“, 16.7%) და დავიდ სორიამ („ხეტაფე“, 14.3%).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112362