ფეხბურთი

14:32 | 6.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "ვალვერდეს დარტყმა რომ მოვიგერიე, მეც შოკში ვიყავი"

ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში „ვალენსიამ“ მადრიდის „რეალი“ 2:1 დაამარცხა და 2008 წლის შემდეგ პირველად მოიგო „სანტიაგო ბერნაბეუზე“.

ზოგადად, ეს იყო „ვალენსიას“ პირველი საგარეო გამარჯვება ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა. ქართველი მეკარე „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დიდებული იყო, პენალტი და ურთულესი დარტყმები მოიგერია, ყველაზე მეტად გასაოცარი ალბათ, 71-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდეს დარტყმის მოგერიება იყო, რაც თვითონ გიორგიმაც გამოარჩია:

„ვალვერდეს დარტყმის შემდეგ არც მეგონა, რომ ბურთს მივწვდებოდი, მეც შოკში ვიყავი. სეზონში ჯერჯერობით ჩემი საუკეთესო თამაში იყო, მაგრამ 8 მატჩი კიდევ დარჩა. ისტორიული თამაში გამოვიდა, დიდი დრო გავიდა, რაც აქ „ვალენსიას“ არ მოეგო, კარგი განცდებით მივდივართ“, - თქვა მამარდაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117551
სარეკლამო ადგილი - 99
X x X