ინგლისის ჩემპიონშიფში „უოტფორდმა“ მორიგი მარცხი განიცადა. ტომ ქლევერლის გუნდი მე-40 ტურში სტუმრად „ბრისტოლ სიტისთან“ 1:2 დამარცხდა.
გიორგი ჩაკვეტაძე მცირე ფიზიკური პრობლემის გამო არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ მე-60 წუთზე მწვრთნელს თამაშში მისი ჩართვა მოუწია, რადგან „უოტფორდი“ იმ დროისთვის 0:2 მარცხდებოდა. დარჩენილ დროში სტუმრებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოასწრეს.
ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძეს 38 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, ერთი საგოლე პასი მას ინგლისის ლიგის თასზეც აქვს, „მანჩესტერ სიტისთან“.
„უოტფორდი“ 53 ქულით მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 8 აპრილს „ჰალ სიტის“ უმასპინძლებს.