ფეხბურთი

17:30 | 5.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძეს ფეხზე პრობლემა აქვს, ამიტომ დასვენება სჭირდება"

„უოტფორდის“ ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე „ბრისტოლ სიტის“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში არაა, რაც მცირე პრობლემითაა გამოწვეული.

როგორც ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ თქვა, გიორგის ფეხი აწუხებს, რის გამოც მისი დასვენება გადაწყვიტა.

„გიორგის ფეხზე მუდმივი პრობლემა აქვს, რამაც ის ბოლო პერიოდში შეზღუდა. მან თითქმის ყველა მატჩი ითამაშა კლუბსა და ნაკრებში. ასე რომ, ეს სიტუაცია უნდა ვმართოთ, რადგან წინ ბევრი მატჩი გვაქვს“, - თქვა ქლევერლიმ.

ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძეს 37 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, ერთი საგოლე პასი მას ინგლისის ლიგის თასზეც აქვს, „მანჩესტერ სიტისთან“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06702