ფეხბურთი

22:25 | 4.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "მე არასოდეს ვიტყვი, რომ "რეალიდან" ჩემი გადაწყვეტილებით მივდივარ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ვალენსიასთან“ მატჩის წინ ისაუბრა. როგორც იტალიელმა თქვა, ის არასდროს გადაწყვეტს საკუთარი სურვილით „სამეფო კლუბის“ დატოვებას.

„ტრებლის მოგების შემთხვევაში გუნდიდან წასვლა? მე არ ვიქნები ის, ვინც იტყვის, რომ „რეალიდან“ მივდივარ! ამ შეკითხვას აქამდეც ვუპასუხე.

„სოსიედადთან“ არ ვიმსახურებდით ოთხი გოლის გაშვებას. წელს უფრო შედეგიანები ვართ მბაპეს წყალობით, რომელსაც უკვე 33 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ უკან უფრო მეტად გვიჭირს, ეს ნორმალურია. როცა რაღაც უნდა აირჩიო, მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს.

კარგ ფორმაში ვართ, შემადგენლობასთან დაკავშირებით არის გარკვეული ეჭვები, მაგრამ მოტივაცია გვაქვს. ვიცით, რომ „ვალენსია“ ძალიან კარგად მუშაობს, თუმცა, ისიც ვიცით, რომ ჩვენთვის ეს სეზონის გარდამტეხი მომენტია“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ვალენსიას“ მატჩი 5 აპრილს, თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061132