ფეხბურთი

20:10 | 4.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

მატს ჰუმელსმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა

ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა მატს ჰუმელსმა მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც გულშემატკივარს გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც თავს ვერავინ აარიდებს. 18 წლის შემდეგ ფეხბურთს ვტოვებ“, - თქვა 36 წლის ფეხბურთელმა.

მატს ჰუმელსმა კარიერა „ბაიერნში“ დაიწყო, თუმცა სახელი „დორტმუნდში“ გაითქვა, რომლის რიგებში 2008-2016, 2019-2024 წლებში 508 მატჩში 37 გოლი გაიტანა. „ბაიერნში“ ჰუმელსმა 2007, 2016-2019 წლებში 118 შეხვედრაში 8 გოლი მიითვალა, ხოლო გასული ზაფხულიდან მოყოლებული „რომაში“ ირიცხება. სხვაგან მას არასდროს უთამაშია.

გერმანიის ნაკრებში 78 მატჩში 5 გოლით გამოირჩა, მათ შორის, ორი გოლი 2014 წლის მუნდიალზე გაიტანა და მსოფლიოს ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ამ ტიტულის გარდა, ჰუმელსმა ბუნდესლიგა (5-ჯერ), გერმანიის თასი (3-ჯერ) და გერმანიის სუპერთასი (6-ჯერ მოიგო), ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.062042
სარეკლამო ადგილი - 99
X x X