ფეხბურთი

17:00 | 4.04.2025 | ნანახია 159 - ჯერ

დე ხეა შესაძლოა "მანჩესტერში" დაბრუნდეს

"ფიორენტინას" ესპანელი მეკარე დავიდე დე ხეა შესაძლო ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მანჩესტერ "იუნაიტედში" დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Fichajes-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკების" მესვეურები სერიოზულად განიხილავენ დე ხეას კლუბში დაბრუნების საკითხს და მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.

დე ხეას "ფიორენტინასთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. შესაბამისად, "მანჩესტერს" შესაძლებლობა ექნება 34 წლის მეკარე უფასოდ დაიმატოს.

შეგახსენებთ, რომ დავიდე დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2011-2022 წლებში თამაშობდა და ინგლისური კლუბის მაისურით 500 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118156
სარეკლამო ადგილი - 99
X x X